ორტიჯას ნიჩბოსნობის კლუბის წინასასეზონო მზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მწვანე და თეთრი ფერის ფორმებით სპორტსმენები ერთმანეთს ტრადიციისამებრ, სპორტულ კომპლექს Cittadella dello Sport-ში- ქალაქ სირაკუზში, სიცილიაში შეხვდნენ. ძველი და ახალი მოთამაშეები წყალბურთის ახალი და საინტერესო სეზონისთვის ემზადებიან, წარმოშობით ლიგურიელი მწვრთნელის სტეფანო პიკარდოს ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა უკვე სირაკუზას მკვიდრია. Pro Recco (პრო რეკოს) გუნდის განდევნით, რომელმაც ყველას გასაკვირად უარი განაცხადა ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მონაწილეობაზე, ახლა უკვე სირაკუზას გუნდს დაევალება 2020-2021 წლების სეზონში მიღწეული წარმატების, სპორტული სასწაულის გამეორება. ევროპის წყალბურთის ელიტაში ადგილის მოსაპოვებლად და იტალიაში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, გარდა გუნდში მყოფი წყალბურთელი ინაბასი და ანდრო ბითაძისა ანუ სირაკუზის ძირითადი ბირთვისა, ითამაშებს ცაცია კამპოპიანო, ბერძენი კალაიცისი და მეორე მეკარე რუჯიერო, ისინი უკვე ჩამოვიდნენ და გააძლიერე სირაკუზის გუნდი.
მწვანე-თეთრების გუნდს საბადელში (ესპანეთი) ექნება თამაში და წარმოდგენილნი იქნებიან D ჯგუფში, სადაც დაუპირისპირდებიან მასპინძლებს CN Sabadell-ს, სერბ ვკ შაბაკის და ფრანგულ Pays D’Aix Natation/პაისდექს ნატასიონს. საკმაოდ რთული დღე ელოდებათ, რადგან ჩემპიონატში მონაწილე ჯგუფი ძლიერია, რომელიც ესპანელებს ცოტა მეტად ფავორიტებად მიიჩნევს, რომლებმაც წელს კიდევ უფრო გააძლიერეს მოთამაშეების სია- მათი როსტერი. ორტიჯას მოუწევს თვალი ადევნოს ესპანურ შემადგენლობაში ახალ მოთამაშეებს: უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ ბოუენს და ბრეშიას ყოფილ წყალბურთელს რენცუტო ლოდიჩეს. ასევე, ანგარიშგასაწევი ძალაა სერბეთის გუნდი შაბაკი/ Šabac, მიუხედავად ძალიან ახალგაზრდა საშუალო ასაკისა, გასულ სეზონში უკვე გარკვეული იმედგაცრუება არგუნა ორტიჯას გუნდს, ევროთასების საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის მოგებით. შედარებით უფრო მშვიდად შეიძლება ვიყოთ ფრანგულ გუნდთან მიმართებაში Pays D’Aix Natation/ პაისდექს ნატასიონ, რომელიც ამაყობს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით, როგორიცაა ყოფილი ფრანგი ეროვნოული ნაკრების მოთამაშე და კაპიტანი ენცო ხასი (Enzo Khasz) და მონტენეგროელი მეკარე სლავენ კანდიჩი.
ორტიჯას გუნდში ფართოდ გაიღო კარი ქართველი ცენტრფორვარდის ანდრო ბითაძისათვის, რომელმაც პირველთა შორის მოიპოვა კლუბის ნდობა ჩემპიონატის ბოლოს და 2024/2025 წლების სეზონისთვის მას კონტრაქტი განუახლდა. წყალბურთის მწვანე და თეთრი ქუდის მეორე წელს ქართველი წყალბურთელი Mfsport-ს უკვე როგორც ვეტერანი ისე ესაუბრა და უპასუხა ჩვენს კითხვებს მწვანე-თეთრების გუნდის მომავალი გეგმების შესახებ ესპანეთის მიწაზე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ტურში. საუბარი, ასევე სხვა თემებსაც შეეხო, კერძოდ კი დებიუტს, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, სერია A1 ჩემპიონატში, ორტიჯა ითამაშებს რომში, რომა ვის ნოვას წინააღმდეგ.
მწვანე და თეთრი ფერების დასაცავად თამაშზე ვოცნებობდი მას შემდეგ, რაც წყალბურთის თამაში დავიწყე. კარგად ვიცნობ სამხრეთელი ხალხის სითბოს, რაც ძალიან ჰგავს ჩემი ქვეყნისას. ასე რომ, როდესაც შარშან ორტიჯადან დამირეკეს, მე დაუყოვნებლივ თანხმობა განვაცხადე, რათა ჩემი მეორე პროფესიული გამოცდილება იტალიაში მიმეღო. ჩემი კვლავ ჯგუფში დატოვება, კონტრაქტის განახლება ბუნებრივი განვითარება იყო, რადგან ორტიჯა ძლიერი კლუბია და წელსაც კლუბს დიდი ამბიციები გააჩნია. მნიშვნელოვანი მიზნებია დასახული როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროპულ დონეზე და ჩემთვის ამ ჯგუფში კვლავ ყოფნა დიდი პატივი და სიამოვნებაა.
ჩემპიონთა ლიგაზე წვდომის შანსი არის უნიკალური შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი მიზანი, რომლის მიღწევაც კლუბს და გუნდს სურს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან გათამაშებისას ის დაუპირისპირდება ოთხ გუნდს, რომლებიც, ჩემი აზრით, თანაბარი სიძლიერისაა. შესაბამისად, ყველა გუნდს აქვს თანაბარი შანსი გათამაშების მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლისა. მჯერა, რომ იმისთვის, რაც გასულ წელს გავაკეთეთ და ჯგუფურად მიღწეული შედეგებისთვის, ვიმსახურებთ ევროპულ წყალბურთის ელიტაში შესვლას. რთული იქნება, თუმცა ევროპა არის მიზანი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
მომავალ ჩემპიონატებს და კალენდარს რომ გადავხედო, ჩემი ვარაუდით ძალიან საინტერესო სეზონი იქნება, რადგან წელს ჩემი აზრით ძალიან დიდი დონის ჩემპიონატი იქნება. რომში დებიუტი ვის რომასთან/Vis Roma ჩემთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. რომაულმა კლუბმა ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა და იტალიაში სულ რაღაც 19 წლის ასაკში წამიყვანა. ჩემთვის უკვე განცდილი ემოციაა, როცა აუზში ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დავუპირისპირდი, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ 2016/2017 წლების სეზონში. ჩემპიონატში 6/7 გუნდი იბრძვის სამი ადგილისთვის და, შესაბამისად, დიდი კონკურენცია იქნება პლეი ოფში გასასვლელად, რაც გარანტირებულია ევროტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, წელს ძალიან გავერთობით, რადგან უფრო დაბალანსებული და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გაცილებით საინტერესო შოუ იქნება მაყურებლისთვის.
ორტიჯას სერიოზული პროექტი გააჩნია, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარებაზე. ბატონი პიკარდოს მუშაობის წყალობით, ბოლო წლებში, მწვანე-თეთრმა კლუბმა წამოიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელი, რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში არიან და ეს ფუნდამენტური შედეგია იმ კლუბისთვის, რომელსაც სურს უფრო და უფრო გაიზარდოს. მე მქონდა შესაძლებლობა, ჩემი წინა გამოცდილებიდან მყოლოდა მწვრთნელები, რომლებიც დამეხმარნენ ზრდაში და ისეთი მისაბაძი მოთამაშეების პოვნაში, რაც ჩემი შთაგონების წყარო გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო, ჩემი კარიერის დასაწყისიდან, სტეფანო ტემპესტი, რომელიც დღეს ჩემი თანაგუნდელია. გარწმუნებთ, რომ მასთან ერთად ვარჯიში და მისი პარტნიორობა წარმოუდგენლად კარგი და საინტერესოა. რაიმე რჩევას თუ მივცემდი ახალგაზრდებს? სწორი რეცეპტი მხოლოდ გონების/თავის სწორი მიმართულებით წაყვანაშია და დაინახავენ, რომ სხეულიც მას გაჰყვება…
ჩემი ოცნება, ისევე როგორც ყველა სპორტსმენის, არის ოლიმპიადაზე მონაწილეობა. შარშან ჩემს ეროვნულ გუნდთან ერთად მივუახლოვდით ამ მიზანს. მთელი ძალებით მოვემზადები და საუკეთესო შედეგს ვაჩვენებ მომდევნო ოთხი წლისთვის, რათა მონაწილეობა 2028 წლის თამაშებში მივიღო, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება. საკლუბო დონეზე, ვოცნებობ თასის ჰაერში აწევას, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა თუ ევროთასი, ცხადია, იმედი მაქვს, რომ ამ ფერებით რაც შეიძლება მალე შევძლებ მიზნის მიღწევას.
თარგმანი იტალიურიდან ქართულად შეასრულა
ქეთი ჩარკვიანმა